Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  500 გრ სალათის ფურცლები
  • 1 ს.კ ზეთი
  • 1ჩ.კ ძმარი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1ს.კ მფოგვი
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ც ბოლოკი

მომზადება:

სალათის ფურცლებს წვრილად დავჭრით და ყველა ინგრედიენტს შევურევთ. ძმარსა და ზეთს ჩავასხამთ, ნიორს ჩავჭყლიტავთ და მდოგვს გემოვნებით დავამატებთ. სტაფილოსა და ბოლოკსაც ჩავახეხავთ. ამ ყველაფერს კარგად  ავურვევთ. მთავარი არის ის, თუ რამდენჯერ ამოვურევთ. რაც უფრო მეტჯერ ამოვურევთ, მით უფრო გემრიელი სალათი გამოდის. თუკი გინდათ, სალათს ტკბილი გემო ჰქონდეს, მაშინ ძმარსა და ზეთში ცოტა შაქარს ჩააყრით, თუმცა ნივრითა და მდოგვით უკეთესი გემო აქვს.