Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

საზაფხულო სალათის რეცეპტი! 

შემადგენლობა:

  • 500 გ  პომიდორი
  • 20 გ ნიგოზი
  • 2 კბილი  ნიორი
  • 1 კონა  ქინძი
  • 1 ს.კ  ღვინი ძმარი
  • 1 ს.კ  სეზამის ზეთი (ან მზესუმზირის)
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

პომიდორი გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ნიგოზი, ქინძი და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპმანქანაში, დავამატოთ ძმარი, ზეთი, წიწაკა, მარილი, კარგად ავურიოთ, მოვასხათ დაჭრილ პომიდორს, კვლავ ავურიოთ და კერძი მზადაა. 5–10 წუთის შემდეგ შეგვიძლია გავიტანოთ სუფრაზე.