Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

სცადეთ პამიდვრის მომზადება თინუსის სატენით ჩვენი რეცეპტით! 

შემადგენლობა:

  •  8 დიდი პამიდორი
  • 400 გრ თინუსის კონსერვი
  • 40 გრ ბრინჯი
  •  1-2 ს.კ ოხრახუში
  • 3 ს.კ მაიონეზი
  • ლიმონის ცედრა
  • ბაზილიკი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

მოხარშეთ ბრინჯი, გარეცხეთ პამიდორი, მოაჭერით თავი ისე, რომ სახურავივით ეხურებოდეს. ჩ.კ-ით

ამოაცალეთ რბილობი და თესლები, მოააყრეთ შიგნიდან მარილი და დასაწრეტად თავდაყირა დაიწყვეთ

სამზარეულოს ხელსახოცზე. ამოიღეთ თინუსის ნაჭრები, დაანაწევრეთ და შეურიეთ მოხარშულ ბრინჯს,

დაჭრილ ოხრახუშს, მაიონეზს, დაფქულ ლიმონის ცედრას,, პილპილს და ბაზილიკს, ამ ნაზავით ამოავსეთ

პამიდვრები და დაახურეთ თავისივე თავსახური .