10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- სტაფილო – 1 კგ. (მსხვილი)
- ნიგოზი – 250 გ.
- ქინძი – 1 კონა
- ნიორი – 2 კბილი
- ხახვი – 1 თავი
- ზაფრანა, მარილი, ძმარი, ბროწეულის მარცვლები
მომზადება:
გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი და ნიორი, დაუმატეთ წვრილად დაჭილი ხახვი, ქინძი, ზაფრანა, ბროწეული, ძმარი მარილი და წითელი პილპილი გემოვნებით. მოხარშულ და კანგაცლილ სტაფილოს გული ამოუღეთ და ნიგვზიანი ჩურჩით ამოავსეთ. დაჭერით რგოლებად, დააწყვეთ თეფშზე და მოასხით ნიგვზის ზეთი.
დაწერე კომენტარი პირველმა