10 წუთი. 15 წუთი.
გემრიელი და ჯანსაღი სალათი!
შემადგენლობა:
- 500 გრ სალათის ფურცლები
- 2-4 ც კიტრი
- 2 ც ამიდორი
- 1-2 დიდი კონა პიტნა
- 3 კბილი ნიორი
- 1 ს.კ ლიმნის წვენი
- 1 ს.კ ზეთი
- 1ს.კ ძმარი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
პიტნა და ნიორი ერთად უნდა დავნაყოთ ქვასანაყში ლიმნის წვენთან და ზეთან ერთად. კარგი იქნება, თუ ცოტა ბალზამიკოს შევურევთ, ეს არის მძაფრი იტალიური ძმარი. სალათის ფურცლები გარეცხილი უნდა გქონდეთ და ამცივარში გედოთ. სუფრაზე მიტანის წინ ამ ფოთლებს გამოიღებთ და ზევიდან გამზადებულ წვენს გადავასხამთ. წინასწარ გადასხმით სალათი კარგი არ გამოდის. სასურველი იქნება, თუ ამ სალათში წვრილად დაჭრილ კიტრსა და პამიდორს შევურევთ.
დაწერე კომენტარი პირველმა