10 წუთი. 15 წუთი.
გთავაზობთ უგემრიელეს მაკარონის სალათს!
შემადგენლობა:
- 500 გ მაკარონი ( ფარფლე)
- 300 გ გაყინული ბარდის მარცვალი
- 500 გ პამიდორი
- 500 გ დაკონსერვებული პამიდორი
- 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
- 2 ს.კ ძმარი
- 1 კბილი ნიორი
- რეჰანი
- მარილი და პილპილი
- 100 გ პროშუტო
მომზადება:
დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და შემოდგით მაღალ ცეცხლზე. მდუღაარე წყალში
ჩაყარეთ ფარფლე და 8 წუთი ხარშეთ. დაუამტეთ ბარდის მარცვლები. ფარფლე და ბარდა კარგად უნდა
მოიხარშოს.
თუშფალანგში გადაიტანეთ, კარგად რომ დაიწრიტოს, გაგრილდეს და შეშრეს. შემდეგ დიდ სასალათეში
მოათავსეთ.
სანამ მაკარონი მოიხარშება, დაჭერით კანგაცლილი პამიდორი და დაკონსერვებული პამიდვრის ნახევარი.
მოათავსეთ სამზარეულოს კომბაინში, დაუმატეთ ზეთი, ძმარი, წვრილად დაჭრილი ნიორი და რეჰანის
ფურცლების ნახევარი. დაამუშავეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეაზავეთ მარილითა და ახალდაფქული
შავი პილპილი.
გადაიტანეთ სასალათეში, სადაც ფარფლე და ბარდაა .დაუამტეთ დარჩენილი პამიდორი, რეჰანი და თხლად
დაჭრილი და დიდ ნაჭრებად დახვეული პროშუტო.
დაწერე კომენტარი პირველმა