Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ მაკარონის სალათს ზეთისხილით.!

შემადგენლობა:

  • 150 გრ მოხარშული მაკარონი
  • 1-1 წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა
  • 8 ც დაჭრილი ზეთისხილი
  • 1 კონა კამა
  • მარილი,პილპილი
  • ზეთი

მომზადება:

მაკარონს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი წიწაკები, ზეთისხილი,წვრილად დაჭრილი კამა,

მოვაყაროთ მარილი,პილპილი და შევაზავოთ ზეთით.