Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

გთავაზობთ მაკარონის სალათის უგემრიელეს რეცეპტს! 

 

 

შემადგენლობა:

  • 450 გრ მაკარონი
  • 4 ც გახეხილი სტაფილო
  • 1 ც წითელი ხახვი
  • 1/2 წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკები
  • 1 კონა ნიახური
  • 2 ჭიქა მაიონეზი
  • 1 ქილა შედედებული რძე
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჭიქა  ძმარი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

დიდი ზომის ქვაბში ჩაასხით ოდნავ მარილიანი წყალი და აადუღეთ. ჩაყარეთ მაკარონი და ხარშეთ მაკარონის

დარბილებამდე, დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში(ან იმ დროით რა დროც მაკარონის შეფუთვაზეა

მითითებული). გადაწურეთ მომზადებული მაკარონი და გადაავლეთ ცივი წყალი. . სანამ მაკარონი იხარშება,

გახეხეთ სტაფილო; თხლად დაჭერით ხახვი; მოაცალეთ ბულგარულ წიწაკებს თესლი და დაჭერით. დაჭერით

იმდენი ნიახური, რომ 1 ჭიქა გამოგივიდეთ. მოათავსეთ ეს ყველაფერი დიდი ზომის თასში და ხის კოვზის

გამოყენებით მსუბუქად შეურიეთ. . ჩაუმატეთ მაიონეზი, შედედებული რძე, შაქარი, ძმარი და შეურიეთ.

გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი და წიწაკა.  ჩაუმატეთ მოხარშული მაკარონი და ნაზად შეურიეთ.

არომატების საუკეთესო სინთეზისთვის, შეფუთეთ თასი კულინარიული ცელოფნით, შედგით სალათა

მაცივარში და იქ მთელი ღამით დატოვეთ. მაგიდასთან მიტანამდე ისევ შეურიეთ.