10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 1/2 ჩ.ჭ მცენარეული ზეთი
- 1 ც კვერცხის გული
- ძმარი ან ლიმონის წვენი და მარილი-გემოვნებით
მომზადება:
ფაიფურის ჭურჭელში მოვათავსოთ უმი კვერცხის გული, დავუმატოთ მარილი, ხის ნიჩბით განუწყვეტლივ
ვურიოთ ( თუ გვსურს, რომ საწებელი იყოს უფრო ცხარე, მაშინ ჩავურიოთ 1/4 ჩ.კ მდოგვი) და თან დავუმატოთ
თითო ჩ.კ მცენარეული ზეთი . როცა კვერცხისა და ზეთის ნარევისგან წარმოიქმნება ერთგვაროვანი მასა,
დავასხათ ძმარი ან ლიმონის წვენი და კარგად ავთქვიფოთ. მზა საწებელს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის
სისქე.
დაწერე კომენტარი პირველმა