Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  1/2 ჩ.ჭ მცენარეული ზეთი
  • 1 ც კვერცხის გული
  • ძმარი ან ლიმონის წვენი და მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ფაიფურის  ჭურჭელში მოვათავსოთ უმი კვერცხის გული, დავუმატოთ მარილი, ხის ნიჩბით განუწყვეტლივ

ვურიოთ ( თუ გვსურს, რომ საწებელი იყოს უფრო ცხარე, მაშინ ჩავურიოთ 1/4 ჩ.კ მდოგვი) და თან დავუმატოთ

თითო ჩ.კ მცენარეული ზეთი . როცა კვერცხისა და ზეთის ნარევისგან წარმოიქმნება ერთგვაროვანი მასა,

დავასხათ ძმარი ან ლიმონის წვენი და კარგად ავთქვიფოთ. მზა საწებელს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის

სისქე.