Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 150 გრ ლორი
  • 400 გრ ცერეცო
  • 100 გრ წიწმატი
  • 4 ს.კ ძმარი
  • 2 ს.კ ზეთი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

კუბიკებად დაჭრილი ლორი მოვხრაკოთ ზეთში, ცერეცოს ძირი დავჭრათ თხლე ნაჭრებად, წიწმატის

ფოთლები დავაქუცმაცოთ, ჩავაწყოთ სასალათეში, მოვაყაროთ ცერეცოს ძირები. ძმარი, მარილი და პილპილი

ავურიოთ ზეთში, რომელშიც ლორი შეიწვა და დავასხათ სალათას. ზემოდან დავაწყოთ შემწვარი ლორის

ნაჭრები და მივიტანოთ სუფრასთან.