Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  250 გრ ლობიო
  • 150 გრ ნიახური
  • 100 გრ ყველი
  • 3 ს.კ ზეთი
  • 1 ღერი რეჰანი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

ლობიო მოვხარშოთ, გავაციოთ, გადავიტანოთ სასალათეში და მოვაყაროთ წვრილად  დაჭრილი

ნიახური. ყველი დავჭრათ კუბიკებად და მოვაყაროთ სალათას დაჭრილ რეჰანთან ერთად.

სალათას მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ ზეთი და მივიტანოთ სუფრასთან.