Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

ტორტილასები- სიმინდის ან პურისკვერი, შეკაზმული.

 

შემადგენლობა: 

  • 4 ც კვერცხი
  • 2 ავოკადო
  • 400 გრ წითელი ლობიო
  • 1 წითელი ხახვი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 25 პამიდორი ჩერი

სოუსისთვის:

  •  90 მლ ზეითუნის ზეთი
  •  2 ს.კ ძმარი
  • 1 ცხარე წიწაკა
  • 1 ს.კ დაფქული ძირა
  • მარილი და შავი პილპილი
  • გახუხული ტორტილასები

მომზადება:

სალათა: კვერცხეი მოხარშეთ 7-8 წუთი, გააცივეთ ცივ წყალში. დიდ ჯამში მოათავსეთ შუაზე გაჭრილი

ავოკადო და პამიდვრები, წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი, მსხვილად- მწვანე ხახვი და ლობიოს

მარცვლები.

სოუსი: ზეთი, ძმარი, წვრილად დაჭრილი წიწაკა, ძირა, მარილი  და ახლადაფქული პილპილი ათქვიფეთ.

კვერცხები შუაზე გაჭერით და სალათას დაუმატეთ. მოასხით სოუსი, ჯამი მსუბუქად შეანჯღრიეთ და

სუფრაზე ტორტილასებთან ერთად მიიტანეთ.