Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • სტაფილო 1ც.
  • ხახვი 1 თავი
  • ლობიო 1 ჭიქა
  • ტომატ–პასტა 1 ს/კ.
  • ზეთი, ნიორი და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ლობიოს დავასხათ წყალი და მოვხარშოთ (ნახარში არ გადავასხათ). წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, და გახეხილი სტაფილო მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ დავამატოთ ნახევარი ჭიქა ლობიოს ნახარში, ტომატ–პასტა, მოვაყაროთ მარილი და ვთუშოთ 10 წუთი, შემდეგ მომზადებული მასას შევუროთ მოხარშული ლობიო და დავაბლენდეროთ.