Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • გოჭის ან ხბოს გულრვიძლი 500 გრ.
  • ნიგოზი 125-130 გრ.
  • კარაქი 30 გრ.
  • ნიორი 3 კბილი.
  • ხმელი ქინძი 1/2 ჩ.კ.
  • უნხო სუნელი 1/2 ჩ.კ.
  • დაფქვილი წითელი წიწაკა გემოვნებით
  • ხმელი ქონდარი 1/3 ჩ.კ
  • ძმარი 1 ჩ.კ.

მომზადება: 

გარეცხეთ და დაუჭრელად მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად.პირველი წამოდუღების შემდეგ გამოცვალეთ წყალი და დაამატეთ მარილი და კარაქი.გულღვიძლის მოხარშვისთანავე, გადაიღეთ ნახარში ცალკე ჭურჭელში და ცხელ გულღვიძლს დააყარეთ სუნელების ნაკრების ნახევარი რაოდენობა. დაახურეთ ქვაბს თავსახური და გააჩერეთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში.შემდეგ გამოიღეთ მოხარშული გულღვიძლი და დაჭერით.ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, დაამატეთ გახეხილი ნიორი, მარილი, წითელი წიწაკა გემოვნებით და დანარჩენი სუნელები.შემდეგ დაასხით ცოტაოდენი გადანახული ნახარში, ძმარი და კარგად მოურიეთ. დაჭრილ გულღვიძლს დაამატეთ ნიგვზის მასა და მოურიეთ კარგად.კუჭმაჭი მოათავსეთ თეფშზე და გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით