Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  400 გრ მზა კრევეტი
  • 2 ც მანგო
  • 2 პატარა კიტრი
  • 1 მწარე წითელი წიწაკა
  • 1 კონა ქინძი
  • მარილი და შავი პილპილი
  • 2 ლაიმის წვენი
  • 120 მლ იოგურტი ან არაჟანი
  • თბილი პური

მომზადება:

სასალათეში მოათავსეთ კრევეტები, დაჭრილი მანგო, შუაზე გაჭრილი კიტრი, წვრილად დაჭრილი

წიწაკა და ქინძი. შეკაზმეთ  მარილითა და ახლდაფქული შავი პილპილით. ლაიმის ახალგამოწურული

წვენი და უშაქრო, უხილო იოგურტი მექანიკური სათქვეფით  ათქვიფეთ. თითოეულს მოასხით

იოგურტისა და ლაიმის სოუსი და სუფრაზე ახალ პურთან ერთად მიიტანეთ.