Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 1 საშუალო თავი კომბოსტო
  • 4 ც სტაფილო
  • 200 გრ ნიგოზი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ც ბროწეული
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

გასუფთავებული კომბოსტო ოდნავ მოვთუშოთ ისე, რომ დარბილდეს. ქვაბიდან რომ

გადმოვიღებთ, ფურცლები გავაცალკევოთ და დიდ ლანგარზე დავაწყოთ. სანამ ეს გაცივდება, მანამდე

შიგთავსი მოვამზადოთ. ხახვი ზეთში მოვშუშოთ, მერე კი გახეხილი სტაფილო ჩვყაროთ და ერტად მოვთუშოთ.

ნიგოზი და ნიორი ერთად გავატაროთ და ისიც ტაფაში ჩვყაროთ. ასევე ჩავაყაროთ ბროწეული.

კიდევ ხუთი წუთით გავაჩეროთ ცეცხლზე და ვურიოთ. შემდეგ კომბოსტოს ფურცლები

გრძლივად დავაწყოთ (სამ – სამი). შიგთავსი ფენა-ფენა წავუსვათ და თან გადავახვიოთ ისე,

რომ რუელტის ფორმა მივცეთ. ერთი თავი კომბოსტოს ფურცლებიდან სამი დიდი რულეტი თვისუფლად

გამოდის.