Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • კიტრი 4ც.
  • ნიორი 2 კბილი
  • ხმელი პიტნა 1 ჩ/კ.
  • ძმარი 1 ჩ/კ.
  • ზეთი 2 ჩ/კ.
  • მარილი გემოვნებით.

მომზადება:

კიტრი გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ნიორი დავნაყოთ, დავამატოთ მარილი, ძმარი, ზეთი კარგად ავურიოთ და მოვასხათ დაჭრილ კიტრს, შემდეგ მოვაყაროთ პიტნა, ავურიოთ, გავაჩეროთ 5–10 წუთი და მივირთვათ.