Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • ნახევარი კილო კარტოფილი
  • 6 ც სტაფილო
  • ნახევარი კონა კამა
  • 1 ქილა სამარხვო მაიონეზი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

მოვხარშოთ კარტოფილი და კუბიკებად დავჭრათ. სტაფილო ჩავახეხოთ ცოცხლად. დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, გემოვნებით  შავი პილპილი და მარილი და შევაზავოთ სამარხვო მაიონეზით.