Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტი ჩვნეგან!

შემადგენლობა:

  •  500 გრ კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 4 ს.კ მცენარეული ზეთი
  • 2 ს.კ ღვინის ძმარი
  • მდოგვი, პილპილი,ოხრახუში, კამა და მარილი-გემოვნებით

მომზადება:

გავრეცხილი კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, გავფცქვნათ და დავჭრათ პატარ-პატარა ნაჭრებად.

დავუმატოთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ავურიოთ.

გამზადებული სუფრის მდოგვი გავხსნათ ღვინის ძმარსა და მცენარეულ ზეთში, მოვასხათ და ისევ ავურიოთ.

ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში.