Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

გთავაზოთ ისპანახის სალათს!

შემადგენლობა:

  • 500 გრ ისპანახი
  • 4 კბილი ნიორი
  • 3-4ც ოხრახუშის ფოთლები
  • 4-5 ძირი ქინძი
  • მწვანე ხახვი,წიწაკა,ღვინის ძმარი და მარილი-გემოვნებით

მომზადება:

გადარჩეული, გარეცხილი ისპანახი მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, გადავიტანოთ თუშფალანგზე,შევაგრილოთ, გავწუროთ ხელით, დავდოთ ფიცარზე და დავჭრათ. გამზადებული ისპანახი მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელზე, დავუმატოთ დანაყილი წიწაკა, ნიორი, წვრილად  დაჭრილი ოხრახუშის ფოთოლი, მწვანე ხახვი,დავასხათ ღვინის ძმარი და ავურიოთ. ზემოდან მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.