Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 500 გრ ისპანახი
  • 2 ს.კ მცენარეული ზეთი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 ს.კ ღვინის ძმარი
  • ქინძი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

გადარჩეული, გარეცხილი ისპანახი მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, გადავწუროთ ხელით და დავჭრათ. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ზეთში, დავუმატოთ გამზადებული ისპანახი, წვრილად დაჭღილი ქინძი, მცენარეული ზეთი და მოვშუშოთ. მზა ისპანახი მოვათავსოთ  შესაფერის ჭურჭელზე, ზემოდან დავასხათ ღვინის ძმარი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.