Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

გემრიელად მომზადებული ბადრიჯნის რეცეპტი ჩვენგან! 

შემადგენლობა:

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 4-5 თავი ხახვი
  • 0.5 ჩ.ჭ ზეთი
  • 1 ს.კ ძმარი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ბადრიჯანი გავრეცეთ, გავთალოთ, დავჭრათ სიგრძეზე წვრილ ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი, დავაფაროთ

ტილო და გავაჩეროთ 1 საათამდე. გავწუროთ ხელით, რომ სიმწარე გაუვიდეს.

ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ. როცა თითქმის მზად იქნება, დავასხათ ძმარი და

გავაგრძელოთ მოშუშვა. ზეთი თუ დააკლადა, დავამატოთ.