Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 3 ც სტაფილო
  • 100 გ კომბოსტო
  • 100 გ ვაშლი
  • 1 ც ფორთოხალი
  • 1 თავი ხახვი
  • 60 გ დაკონსერვებული ანანასი
  • 1ს.კ ლიმონის წვენი
  • მაწონი ან  იოგურტი რამდენსაც დასჭირდება
  • 1ს.კ შაქარი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

სტაფილო დაჭერით გრძლად, კომბოსტო-წვრილად. ვაშლს და ფორთოხალს მოაცალეთ კანი და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ხახვი გაჭერით  შუაზე, დაჭერით ნახევარმთვარისებურად და მოთუთქეთ ცოტაოდენ ცხიმში. დაჭერით სალათის ინგრედინეტები შეურიეთ ერთმანეთს, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ შაქარი, მარილი და დაუმატეთ მაწონი ან იოგურტი