Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

ძალიან გემრიელი სალათა! 

ინგრედიენტები:

  • 12 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1,2 კგ. სტაფილო
  • 2 დიდი თავი ხახვი
  • 5 ცალი მოზრდილი პამიდორი
  • ზეთი საჭიროებისამებრ
  • 2 ჩ/კ ძმარი
  • მარილი გემოვნებით

 მომზადების წესი: 

1. გავრეცხოთ ბულგარული წიწაკა, მოვაჭრათ თავი და გამოვასუფთავოთ. მოვაყაროთ მარილი და ჩავდოთ დაბალ ცეცხლზე მდგარ ზეთიან ქვაბში დავიცადოთ იქამდე სანამ ბულგარული წიწაკა ყველა მხრიდან არ დარბილდება და შემდეგ ამოვიღოთ ქვაბიდან.

2. იმავე ქვაბს დავუმატოთ ცოტაოდენი ზეთი და ჩავყაროთ დაჭრილი სტაფლო და ხახვი, მოვშუშოთ და დავუმატოთ დაჭრილი, გაფცქვნილი პომიდორი. მოვთუშოთ იქამდე, სანამ სტაფილო არ მოიხარშება, გადმოვიღოთ ქვაბიდან და გავაციოთ.

3. ბულგარული წიწაკა სათითაოდ კოვზით ავავსოთ მიღებული სოუსით და ცოტახნით შევდოთ მაცივარში.