Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

ძალიან გემრიელი ბრინჯის სალათა, რომლის მომზადება საკმაოდ ადვილია! 

შემადგენლობა:

  • 200 გ ბრინჯი
  • 200 გ ქათმის ხორცი, მოხარშული ან შემწვარი
  • ბროწეულის მარცვლები
  • 0.5 ჭიქა მზესუმზირის მარცვლები
  • 1 ს.კ ლიმნის წვენი
  • 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • 1 კონა კამა
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

ბრინჯი მოვხარშოთ, გადავიტანოთ საწურზე, ცივი წყალი გადავავლოთ და გავაგრილოთ. მზესუმზირის

მარცვლები მოვხალოთ, ქათმის ხორცი დავკეპოთ. ყველაფერი ერთმანეთს შევურიოთ, მოვაყაროთ ბროწეული,

მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი და კამა, მოვასხათ ზეთი.