Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

უგემრიელესი ბოსტნეულის სალათის რეცეპტი ჩვენგან! 

ინგრედიენტები:

სტაფილ

ო – 1 ც.

ხახვი – 1 თავი

ბულგარული წიწაკა – 2 ც.

ზეთი – 3 ს.კ.

მოხარშული კარტოფილი – 3 ც.

კიტრის მწნილი – 2 ც.

დაკონსერვებული მწვანე ლობიო – 100 გ.

მაიონეზი – 1 ს.კ.

მდოგვი – 2 ჩ.კ.

ნიორი – 1 კბილი

პილპილი გემოვნებით

მწვანილი მოსართავად

მომზადების წესი :

დაჭერით სტაფილო გრძლად, ხახვი და ბულგარული წიწაკა მოშუშეთ ზეთში ისე, რომ ფერი არ შეიცვალოს და გააგრილეთ. კარტოფილი, კიტრის მწნილი და მწვანე ლობიო დაჭერით კუბიკებად და შეურიეთ მოშუშულ ბოსტნეულს. სოსუსისთვის მაიონეზს შეურიეთ მდოგვი, წვრილად დაჭრილი ნიორი და პილპილი. სალათა გადმოიღეთ თეფშზე, მოასხით სოუსი და მორთეთ მწვანილით.