Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

უგემრიელესი სალათის რეცეპტი! 

 

შემადგენლობა:

  • 2 ც კიტრი
  • 300 გრ ბოლოკი
  • 1 ც მოხარშული კვერცხი
  • 70 გრ ყველი
  • 2 ს.კ იოგურტი
  • 100 გრ ბარდა
  • ოხრახუში-გემოვნებით
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

კიტრი და ბოლოკი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.

ყველი დავჭრათ პატარა კუბიკებად და შევურიოთ სალათას.დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კვერცხი,

დაჭრილი
მწვანილი და ავურიოთ. შემდეგ სალათას
მოვაყაროთმარილი,პილპილი დავუმატოთ ბარდა,
იოგურტი, ავურიოთ და რამდენიმე საათით შევდგათ
მაცივარში. სუფრაზე მიტანის წინ სალათა მოვრთოთ მწვანილით.