Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

გთავაზობთ ბარიჯნის ერთ-ერთი გემრიელი სალათის რეცეპტს! 

შემადგენლობა:

  •  6 ც ბადრიჯანი
  •  1 ც ლიმონი
  • ყავის ჭიქის ნახევარი ზეთი
  • 1 ს.კ ძმარი
  • 2 ც პამიდორი
  • 1 თავი ხახვი
  • 6 ც ტკბილი წიწაკა
  • 3 ც ზეთისხილი

მომზადება:

ბადრიჯანი გავთალოთ დავჭრათ კუბიკებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ ნახევარი

საათი. გავწუროთ ბადრიჯანი, მოვხრაკოთ სოკოსავით ტაფაში,გადავიტანოთ სასალათეში და

გავაციოთ. მოვასხათ ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, ძმარი და მოვაყაროთ მარილი.

გადავიტანოთ სალათა განიერ თეფშზე, ზემოდან დავალაგოთ მრგვლად დაჭრილი პამიდორი,

კუბიკებად დაჭრილი მწვანე წიწაკა და ზეთისხილის მარცვლები.