10 წუთი. 15 წუთი.
საზაფხულო სალათის რეცეპტი!
შემადგენლობა:
- 300 გრ. ბადრიჯანი
- 1.25 ჩ.კ. მარილი
- 2 თავი ხახვი
- 60 მლ მცენარეული ზეთი
- 20 მლ ძმარი
- 300 გრ პამიდორი
- ¼ ჩ.კ. შავი წიწაკა ახალი დაფქული
- 20 გრ კვლიავი
მომზადება:
ბადრიჯანი გავთალოთ და დავჭრათ 1.5 სმ-ის სისქის რგოლებად. 10-15 წთ-ით ბადრიჯანი ჩავალაგოთ მარილ წყალში. ხახვი დავჭრათ ეგოლებად.
ბადრიჯანი შევწვათ მცენარეულ ზეთში შეწითლებამდე. ხახვიც იგივე მდგომარეობამდე. შემწვარი ბოსტნეული მოვათავსოთ ჯამში, დავამატოთ დაჭრილი პამიდორი, მარილი, შავი წიწაკა და ძმარი. ყველაფერი გადავურიოთ.
დაწერე კომენტარი პირველმა