10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 3 ც ბადრიჯანი
- 350 გრ ყველი
- 5 ც კვერცხი
- 1 კონა ოხრახუში
- 250 გრ საფანელი
- 1.5 ჭიქა ზეთი
- მარილი-გემოვნებით
მომზადება:
ბადრიჯანს მოვაჭრათ ბოლოები, გავრეცხოთ, დავჭრათ გრძლად, მოვაყაროთ მარილი და
გავაჩეროთ ნახევარი საათი. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, ჩავაწყოთ გაწურული ბადრიჯნები
და შევაწვათ ორივე მხრიდან. ცალკე ჯამში გავხეხოთ ყველი, ჩავახალოთ 1 კვერცხი.
მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ავურიოთ. გაციებულ ბადრიჯანს დავადოთ ყველის
გულსართი, დავაფაროთ ზემოდან მეორე ნაჭერი, ხელით ოდნავ დავაწვეთ, რომ ერთმანეთს
მიეკრას. ამოვავლოთ ყველიანი ბადრიჯნები 2 ც ათქვეფილ კვერცხში,. საფანელში და შევწვათ
ზეთში ორივე მხრიდან.
დაწერე კომენტარი პირველმა