10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 1 კგ ბადრიჯანი
- 60 -70 გრ ერბო ან ზეთი
- ორცხობილა 3 ს.კ
- 1 ჩ.ჭ არაჟანი
- მარილ იგემოვნების მიხედვით
მომზადება:
დავჭრათ ბადრიჯანი თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, თითოეული ნაჭერი ორივე მხრიდან ამოვავლოთ დანაყილ ორცხობილაში და შევწვათ ერბოდასხმულ (ან ზეთ დასხმულ) ტაფაზე. ორივე მხარეს შეწითლებული ბადრიჯნის ნაჭრები დავაწყოთ მოგრძო თეფშზე შუა ადგილას. ზემოდან მოვასხათ არაჟანი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
დაწერე კომენტარი პირველმა