Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

მომზადება:

მოხარშეთ 3 კგ რბილი ხორცი, შეიძლება ენაც. ჩაახარშეთ 3 თავი ხახვი, 5 ფოთოლი დაფნა, 100 გრ ძირიანი

ოხრახუში. გააცივეთ, დაჭერით ასანთის ღეროს ფორმის.

1 კგ ხახვი გაჭერით შუაზე და დაჭერით ალყა-ალყად. მოშუშეთ ზეითუნის ზეთში გავარდისფერებამდე.

შეურიეთ ხორცს. 1.5 კგ ბოლოკი გახეხეთ, გაწურეთ და შეურიეთ ხორცს. ერთმანეთში აურიეთ 6 ჩ.კ ყვითელი

ყვავილი, 6 ჩ.კ უცხო სუნელი, 4 ჩ.კ ხმელი ქინძი, 2 ჩ.კ შავი პილპილი, მარილი და წიწაკა გემოვნებით, შეურიეთ

ხორცს. დაასხით 500 გრ მაიონეზი,აურიეთ სუფრაზე მიიტანეთ ცივად.