10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 2 კგ ჭარხლის ფოთოლი
- 200 გრ ნიგოზი
- 1 ჩ.კ ხმელი ქინძი
- 2 კონა ქინძი
- 2-3 კბილი ნიორი
- 1 ჩ.კ ძმარი
- წითელი წიწაკა,მარილი
მომზადება:
ჭარხლის ფოთოლი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და გათუთქეთ ( ჭარხლის ფოთოლი არ უნდა ჩაიხარშოს), გააცივეთ,გაწურთ. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ჭარხლის ფოთოლი,ნიგოზი , მწვანილი,ნიორი.დაამატეთ ძმარი,ხმელი ქინძი, წიწაკა,მარილი და აურიეთ
დაწერე კომენტარი პირველმა