10 წუთი. 15 წუთი.
უგემრიელესი ბოსტნეულის სალათი!
შემადგენლობა:
- 200 გ თინუსის კონსერვი
- 1 კონა რეჰანი
- 4 ყაბაყი
- 4 პამიდორი
- 3 ს.კ დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები
- 1 კვერცხი
- 3ს.კ სქელი არაჟანი
- 1 ს.კ გახეხილი მაგარი ყველი
- ჯავზი
- 200 გ ბრინჯი
- 2 ჭიქა წყალი
- 60 გ კარაქი
- პილპილი და მარილი გემოვნებით
<
/ul>
მომზადება:
- თინუსი დასერეთ. რეჰანი დაჭერით წვრილად. ყაბაყი გაჭერით სიგრძეზე, ამოაცალეთ გული და დაჭერით კუბებად. პამიდორს გააცალეთ კანი და დაჭერით წვრილ კუბებად.
- შიგთავსისთვის ერთმანეთში შეურიეთ პამიდვრის ნახევარი, ყაბაყის გული, რეჰანი, სიმინდი და თინუსი. დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი , პილპილი, მარილი და ჯავზი.
- ყაბაყის ნაჭრები მოათავსეთ ცხიმწასმულ ტაფაზე, ამოავსეთ ფარშით, მოაყარეთ ყველი და შედგით ღუმელში 200 გრადუსამდე 20 წთ.
- ბრინჯი მოხარშეთ მარილწყალში, შეურიეთ დარჩენილი პამიდორი, წამოადუღეთ და დაუმატეთ კარაქი.
- ყაბაყი და ბრინჯი მორთეთ მწვანილით და ერთად მიტანეთ სუფრასთან.
დაწერე კომენტარი პირველმა