10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 1 კგ ქათმის ხორცი
- 500 გრ ქამა სოკო
- 100 გრ ბრინჯი
- 3 ც კიტრი
- 7 ც კვერცხი
- 2 კონა კამა
- 2 ც ხახვი
- 250 გრ მაიონეზი
- შავი პილპილი და მარილი გემოვენებით
მომზადება:
ქათამს მოვხარშვთ და წვრილად დავძენძავთ. კვერცხები და ბრინჯიც ცალ-ცალკე მოხარშული გვექნება. სოკოს საწურზე გადავწურავთ და წამოვადუღებთ. ამის მერე სოკოს ხახვთან ერთად ტაფაზე დავყრით და მოვთუშავთ. როცა გაცივდება, ხახვსად ა სოკოს სასალათე ჭურჭელში გადმოვიღებთ. ბრინჯს, დაჭრილ კვერცხსადა ქათმის ხორცს დავამატებთ. კიტრსაც წვრილად დავჭრით და ჩავყრით ( კიტრის ნაცვლად ანანასის კომპოტის გამოყენებაც შეგიძლიათ). კამასაც წვრილად დავჭრით და პილპილთან და მარილთან ერტდ მოვაყრით . მაიონეზს გადავურევთ და სალათი მზად არის