10 წუთი. 15 წუთი.
უგემრიელესი სალათა ქათმით!
შემადგენლობა:
- 600 გრ ქათმის ხორცი
- 60 გრ ზეთი
- 1 თავი ხახვი
- 1-2 ც სტაფილო
- 300 გრ ბრინჯი
- ნახევარი ლიტრი ბულიონი
- მარილი,პილპილი,დაფქვილი მუსკატის კაკალი-გემოვნებით
მომზადება:
ქათამი მოვხარშოთ და ბულიონი გავწუროთ დოლბანდში. დავძენძოთ ქათმის ხორცი და მოვხრაოთ ცხიმში.
ქვაბში ფენა-ფენა ჩავაწყოთ გარეცხილი ბრინჯი, წვრილად დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილ, მოვაყაროთ
მარილი,პილპილი, მუსკატის კაკალი, დავასხათ ბულიონი, თავდახურული დავდგათ ნელ ცეცხლზე და
დავტოვოთ ბრინჯის მოხარშვამდე.
დაწერე კომენტარი პირველმა