10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 1 კგ ფარგა
- 200 გ ორაგულის ფილე
- 1 კვერცხი
- 2 ს.კ კარაქი
- 12-15 ც ზეთისხილი წიწაკის შიგთავსით
- 1 კონა ოხრახუში
- 1 ლიმონი
- დაფნის ფოთოლი
- დაფქული წიწაკა
- პილპილის მარცვლები
- მარილი
მომზადება:
- ფარგა გაასუფთავეთ, მოაყარეთ პილპილი და მარილი. თავისა და ფხებისგან მოხარშეთ ბულიონი.
- ორაგულის ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეაზილეთ კვერცხი, კარაქი და 2 ს.კ ბულიონი. მოაყარეთ მარილი და დაფქული წითელი წიწაკა.
- ფარგის ფილეს ერთ ნახევარზე თანაბრად გაანაწილეთ დაჭრილი ოხრახუშის დ ორაგულიანი მასის ნახევარი, შუაში სიგრძეზე ჩაალაგეთ ზეთისხილი და ზემოდან ისევ გააანწილეთ დარჩენილი ორაგულიანი მასაა და ოხრახუში. დააფარეთ ფილეს მეორე ნახევარი, სეკარით ძაფით და გადაახვიეთ მარლაში.
- მომზადებულ თევზს დაასხით თბილი ბულიონი, წამოადუღეთ, დაუამტეთ პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი, მარილი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 45 წთ.
- სუფრასთან მიტანის წინ დაჭერით , მოახით ლიმონის წვენი და მორთეთ მწვანილით.
დაწერე კომენტარი პირველმა