Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტი ჩვენგან! 

შემადგენლობა:

  • 1 ჭარხალი
  • 2 თავი ხახვი
  • 10 გ ზეთი
  • 3 კბილი ნიორი
  • 2ს.კ ძმარი
  • ხმელი ქინძის თესლი
  • შაქარი
  • პილპილი
  • მარილი
  • სალათის ფურცლები

მომზადება: ჭარხალი გაასუფთავეთ და გრძლად დაჭერით .ხახვიც გრძლად დაჭერით , მოშუშეთ ზეთში და გააგრილეთ.დაუმატეთ დაჭრილი ჭარხალი, დანაყილი ნიორი და ძმარი. გემოვნებით შეურიეთ ქინძის თესლი, შაქარი, პილპილი და მარილი. სუფრასთან მიტანის წინ გააფორმეთ სალათის ფურცლებით.