10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 500 გ სტაფილო
- 2 თავი თეთრი ხახვი
- 1 ჩ.კ ჯანჯაფილი
- 1 ვაშლი
- 1 ს.კ დანაყილი ნიორი
- 1 კონა ნედლი თესლებიანი ქინძი
- 5 ღერი კამა
- 5 ღერი პიტნა
- 250 მლ მაიონეზი
- 1ს.კ ლიმონის წვენი
- 2 ჩ.კ ზეითუნის ზეთი
- 100 გ წითელი მოცხარი
- მარილი, წიწაკა-გემოვნებით.
მომზადება:
სტაფილო და ვაშლი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და ამ მასას შერუიეთ
ზეითუნის ზეთში გალესილი გახეხილი ჯანჯაფილი.
მაიონეზი, ლიმონის წვენი, ნიორთან ერთად დანაყული ქინძი, დაჭრილი კამა და პიტნა
გათქვიფეთ ბლენდერში. ორივე მასა შეურიეთ, შეანელეთ მარილითა და წიწაკით და
ზემოდან მოაყარეთ მოცხარის მარცვლები.
დაწერე კომენტარი პირველმა