Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

გთავაზობთ ხორცის სალათის ერთ-ერთ რეცეპტს! 

შემადგენლობა: 

  • 500 გრ ბოლოკი
  • 50 გრ მაიონეზი
  • 1 კონა ოხრახუში
  • შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
  • 1 კგ საქონლის ხორცი
  • 5-6 ც  ხახვი

მომზადება:

ხორცს მოვხარშავთ და პატარა ნაჭრებად დავჭრით. ხახვს ალყა-ალყა დავჭრით და ხორცში ავურევთ. ბოლოკს გავხეხავთ და მასაც დავამატებთ. მწვანილსაც შიგ ჩავაჭრით. მარილითა და შავი პილპილით შევაზავებთ. ბოლოს კი ამ ყველაფერს მაიონეზში ავურევთ.