Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  300 გრ კომბოსტო
  • 800 გრ ჭარხალი
  • 300-400 გრ სტაფილო
  • 300 გრ კარტოფილი
  • 3 ც კვერცხი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  •  1 კონა კამა
  • 2 ქილა მაიონეზი
  • 1 ქილა არაჟანი
  • უცხო სუნელი, ქინძი, შავი პილპილი, მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ძალიან წვრილად დაჭრილ კომბოსტოს მოვაყაროთ ცოტა მარილი და დავსრისოთ, გავწუროთ,წვენი  გადავღვაროთ, კომბოსტო მოვათავსოთ ლანგარზე.

” კრემისთვის” ავურიოთ მაიონეზი და არაჟანი, დავამატოთ შავი პილპილი, უვცხზო სუნელი, ხმელი ქინძი, მარილი.

კომბოსტო  ზემოდან მსხვილ სახეხზე დავახეხოთ მოხარშული კარტოფილი, შემდეგ მოხარშული ჭარხალი, ბოლოს უმი სტაფილო ( ყველა ფენას მოვაყაროთ უმნიშვნელო მარილი და  წვილად დაჭრილი კამა).ზემოდან წავუსვათ ” კრემის” ნახევარი. შემდეგ ასევე  გავიმეოროთ მეორე წყება.დარჩენილი ”კრემი” მოვასხათ ჭარხალს. სტაფილოს ბოლო ფენა კი წვრილად დაჭრილი ხახვით, კამითა და რგოლებად დაჭრილი კვერცხით მოვრთოთ. ვეცადოთ სალათი ისე ლამაზად გამოვიყურებოდეს, რომ ნამდვილ ტორტი ჰგავდეს.