10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 2 ც ჭარხალი
- 3-5 ც კარტოფილი
- 3 ც კიტირის მწნილი
- 100 გრ სოკო
- 100 გრ ლობიო
- 100 გრ კომბოსტო
- ბარდა
- 4 ს.კ ზეთი
- მარილი,ძმარი-გემოვნებით
მომზადება:
ლობიო, სოკო,კარტოფილი, ჭარხალი მოვხარშოთ ცალ ცალკე და გავაციოთ. ჭარხალი და კარტოფილი გავხეხოთ
სახეხზე და დავამატოთ წვრილად დაჭრილი მოხარშული სოკო. კომბოსტო დავკეპოთ წვრილად, დავასხათ
მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 15-20 წუთი. ყველაფერი შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ მოხარშული
ლობიო. მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ძმარი,ზეთი და კარგად ამოვურიოთ.
დაწერე კომენტარი პირველმა