Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

უგემრიელესი ბროკოლის სალათა! 

შემადგენლობა:

  •  1 კგ ბროკოლი
  • დაფქული მუსკატის კაკალი
  • 75 გრ კარაქი
  •  2 მაგრად მოხარშული კვერცხი
  • მარილი

მომზადება:

ბროკოლს მოაცილეთ ფოთლები, მოაჭერით ყლორტები, დააცალკევეთ ყვავილები და გარეცხეთ.

1 ლიტრი წყალი აადუღეთ, დაუამტეთ ცოტა მარილი და მუსკატის კაკალი. ჩაყარეთ ბროკოლის ყვავილები

და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ 10 წუთი.

შემდეგ ამოიღეთ ქაფქირით და თბილად შეინახეთ. გაადნეთ კარაქი და დაასხით ბროკოლს. ზემოდან

მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კვერცხი.