Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

იტალიური საწებელის რეცეპტი! 

შემადგენლობა:

  •  30 გ მწვანე ქინძი
  •   1 დიდი ნივრის კბილი
  •  30 გრ ნიგოზი
  •  კარგად დაფქული შავი პილპილი,მარილი
  • 30 გრ ყველი პარმეზანი
  •  5 ს,კ ზეითუნის ზეთი

მომზადება:

ქინძს მოაჭერით ღეროები. ნივრის კბილი მოზრდილი დანით დასრისეთ. ყველა ინგრედიენტი სამზარეულოს

კომბაინში მოათავსეთ. დაუმატეთ 1 ს.კ ზეითუნის ზეთი და ჩართეთ რამდენიმე წამით.

დარჩენილი ზეთი ინგრედინტებს თანდათან დაუმატეთ, ისე რომ კომბაინს ნუ გამორთავთ. მომზადებული

პასტა უნდა ბზინავდეს.  პესტო სტერილურ ქილაში მოათავსეთ და დაპრესეთ, რათა მასში ჰაერის

ბუშტუკები არ დარჩეს, თავზე კი ცოტა ზეითუნის ზეთი მოასხით. ქილას მოარგეთ ხუფი და შეინახეთ

მაცივარში. მაქსიმალური შენახვის ვადა 2 კვირაა.