Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

მრავალფეროვანი ნიცური სალათა, რომელიც საკმაოდ გემრიელია! 

შემადგენლობა:

  • 200 გრ კიტრი
  • 2ცალი კვერცხი
  • 4 ცალი ნედლი არტიშოკი
  • 1 ცალი ლიმონი
  • 150 გრ ბოლოკი
  • 2 ცალი ტკბილი მწვანე წიწაკა
  • 2 ცალი წითელი პომიდორი
  • 2 თავი ხახვი
  • 50 გრ ნიახურის ძირი
  • 150 გრ სალათის ფურცლები
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • 150 გრ თევზი თინუსი ზეითუნის ზეთში
  • 8ცალი ანჩუსის ფილე ზეითუნის ზეთში
  • 16 ცალი შავი, უკურკო ზეთისხილი
  • 1 ღერი ნედლი რეჰანი
  • 50 მლ ღვინის ძმარი
  • 150 მლ ზეითუნის ზეთი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

კიტრი გაფცქვენით და წვრილად (2-3 სმ) რგოლებად დაჭერით. მოაყარეთ მარილი და ზედმეტი წყლისგან დასაწრიტად მოათავსეთ საშრობ ქაღალდზე. მოხარშეთ 2 ცალი კვერცხი, გააციეთ, გაფცქვენით და თითოეული ოთხ ნაჭრად გაჭერით. არტიშოკის ყვავილედს უხეში ფოთლები მოაშორეთ და მხოლოდ გული დაჭერით . ფერი რომ არ შეიცვალოს გადაუსვით გარილი ლიმონი. არტიშოკის გული ძალიან თხლად დაჭერით, მოაბკურეთ იმონის წვენი. 150 გრამი ბოლოკი თხელ რგოლებად დაჭერით ასევე 2 ცალი ტკბილი მწვანე წიწაკა გარეცხეთ, პატარა კოვზით გამოაცალეთ თესლები და ძალიან თხლად , რგოლებად დაჭერით. 2 ცალი პამიდორი გაჭერით შუაზე, თითოეული ნახევარი კი – ოთხად, მარილი მოაყარეთ და დროებით გადადეთ. 2 თავი ხახვი გაფრცქვენით და ძალიან თხელ რგოლებად დაჭერით, ნიახურის ძირი კი წვრილად. სალათის ფურცლების გარეცხვის შემდეგ , დაწრიტეთ და დაჭერით სქლად. 1 კბილი ნიორი გაფრცქვენით და ჯამის გვერდებს მოუსვით.

თასის ძირზე დააფინეთ დაჭრილი სალათის ფურცლები, მეორე ფენად პამიდვრის ნაჭრები, შემდეგ დაჭრილი კიტრი, არტიშოკი, ტკბილი წიწაკა და ბოლო ფენად დაჭრილი ხახვი. ჩამოთვლილ ინგრედიენტთა ნაწილი შემდეგი ფენებისათვის გადაინახეთ.

დაკონსერვებული თინუსი გახსენით და დააქუცმაცეთ. სალათას ჯერ დაჭრილი ნიახური და შემდეგ თინუსი მოაყარეთ.

სალათას დარჩენილი ინგრედიენტები ისევ თავიდან, ფენა-ფენად მოაყარეთ, ბოლოს ისევ დაქუცმაცებული თინუსი და დაჭრილი ნიახური მოაფინეთ. მომზადებული სალათა ზემოდან დაჭრილი კვერცხით გააფორმეთ. ანჩოუსის ფილები შუაზე გაჭერით და თითოეული მათგანი შავი ზეთისხილს შემოახვიეთ და გაანაწილეთ სალათის ზედაპირზე. სალათა შეკაზმეთ ცოტაოდენი მარილით. სუფრაზე მიტანის წინ სალათას მოასხით სოუსი.