Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 6 ც ბადრიჯანი
  • 3 თავი ხახვი
  • 3 ს.კ  ზეთი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ბადრიჯანი გავთალოთ, თხელ ნაჭრებად დავჭრათ სიგრძეზე, დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 10-15 წუთს.

შემდეგ  ხელით კარგად გავწუროთ და დავჭრათ სიგრძეზე წვრილ ნაჭრებად. წვრილად დაჭრილი ხახვი

მოვხრაკოთ ზეთში. დავამატოთ გამზადებული ბადრიჯანი, ცოტაოდენი ზეთი და ერთად  მოვხრაკოთ.

შეიძლება შევურიოთ 1-2 ს.კ ძმარი.