Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

გთავაზობთ ყვავილოვანი კომბოსტოს მომზადების განსხვავებულ ვერსიას! 

შემადგენლობა:

  • 1 ც ყვავილოვნაი კომბოსტო
  • 50 გრ კარაქი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
  • 1 ც მწვანე ხახვი გასაფორმებლად

 

მომზადება:

პირველ რიგში ავადუღოთ ქვაბით წყალი. გავასუფთავოთ ყვავილოვანი კომბოსტო და ჩავდოთ ადუღებულ წყალში( სანამ ყვავილოვან კომბოსტოს ჩადებთ, მანამდე  მარილი ჩაყარეთ). ვხარშოთ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ გადავწუროთ,  ჩავდოთ ჯამში,  დავუმატოთ კარაქი, მარილი,შავი პილპილი და ჩავჭყლინტოთ, ზერმოდან გავაფორმოთ მწვანე ხახვით.