10 წუთი. 15 წუთი.
ბროკოლი ძალიან სასარგებლოა, გთავაზობთ ერთ-ერთ რეცეპტს!
შემადგენლობა:
- 1 თავი ხახვი
- 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
- 300 გ ბრინჯი
- 3 ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი
- 250 გ ბროკილი
- 1 ყაბაყი
- 1 ბადრიჯანი
- 2 სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
- მარილი
- პილპილი
მომზადება: დაჭერით ხახვი და მოშუშეთ ზეთში. დაუმატეთ ბრინჯი, დაასხით ბულიონი და მოხარშეთ.ბროკოლის ყვავილები დააცალკევეთ და ხარშეთ მარილწყალში 8 წთ. გადაუწურეთ წყალი. ყაბაყი და ნბადრიჯანი დაჭერით კუბებად. ბადრიჯანი 10 წთ_ით მოათავსეთ მარილწყალში და შემდეგ გადაწურეთ, ბულგარულ წიწაკას გამოაცალეთ თესლი და დაჭრით კუბებად.ყაბაყი და ბადრიჯანი შუშეთ ზეითუნის ზეთში 5 წთ. დაუმატეთ ბულგარული წიწაკა და ბროკოლი და შუშეთ კიდევ 5წთ.ბოლო შეურიეთ ბრინჯიანი მასა, მოაყარეთ პილპილი და მარილი.
დაწერე კომენტარი პირველმა