Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

ვინც მარხვაზეა, ეს რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ!

შემადგენლობა:

  • 4 ს.კ ზეთი
  • 1 ს.კ შაქარი
  • 0.5 ჭიქა ფქვილი
  • 1. ჩ.კ მარილი
  • 1.5 ჭიქა ლიმონის წვენი
  • 1.5 ჭიქა წყალი
  • 2 ს.კ მდოგვი

მომზადება:

ფქვილი ჩაყარეთ წყალში, დადგით ნელ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ მანამ, სანამ არ შესქელდება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.
ათქვიფეთ ზეთი, დაუმატეთ ლიმონის წვენი, მდოგვი, მარილი შაქარი და კვლავ ათქვიფეთ. ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილიან მასას და თქვიფეთ მანამ, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი.